საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IАТА) 2020-2021 წლებში მსოფლიოში მოქმედი ავიაკომპანიების კონსოლიდირებული წმინდა ზარალის პროგნოზი კვლავ გააუარესა.

IATA ინდუსტრიისთვის შარშანდელი ზარალს 126.4 მლრდ. დოლარის ფარგლებში აფასებს. ორგანიზაციის მიერ ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით ზარალი 118.5 მლრდ. დოლარი იქნებოდა. IАТА-ს ივნისის პროგნოზით ზარალი 84.3 მლრდ. დოლარით განისაზღვრა. 

მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით IATA პროგნოზირებს, რომ მსოფლიო ავიაკომპანიების ზარალი 47,7 მლრდ. დოლარი იქნება. ასოციაციის ნოემბრის გათვლებით ზარალი 38,7 მლრდ. დოლარის დონეზე იყო პროგნოზირებული, ხოლო ივნისში – 15,8 მლრდ. დოლარის ფარგლებში. 

მიმდინარე წლისთვის ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 2,4 მლრდ-ის დონეზე იქნება, რაც 30%-ით მეტია გასულ წლის მონაცემებთან, მაგრამ 47%-ით დაბალი COVID-19-მდე არსებულ პერიოდთან, ანუ 2019 წელთან.