საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) საინფორმაციო რესურსი – Turbulence Aware აამოქმედა, რომელიც ავიაკომპანიებს ტურბელენტობიდან თავის დაღწევაში და მარშრუტის ეფექტურ დაგეგმვაში დაეხმარება.
სერვისი ერთი მთლიანი მონაცემთა ბაზაა, რომლიც რეალურ დროში ტურბულენტობაზე ინფორმაციას გადასცემს.
აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება, როგორც სადისპეჩერო სამსახურს, ასევე საბორტო სისტემებს.
მოსალოდნელია, რომ ახალი ინსტრუმენტის დახმარებით პილოტები შეძლებენ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც თავის მხრივ საწვავის მოხმარების ოპტიმიზაციას გამოიწვევს.
დღეისათვის ავიაკომპანიები ტურბულენტულ ზონებზე ინფორმაციას ძირითადად ამინდის პროგნოზებიდან და პილოტის ანგარიშებიდან იღებენ.
2019 წლიდან აღნიშნული ინსტრუმენტის დატესტვა და გამოყენება დაიწყება და პროცესი 2021 წლამდე გასტანს.