საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2024 წელს გლობალური ავიაკომპანიების მთლიანი წმინდა მოგების პროგნოზი 30,5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ასოციაციის მიერ გასული წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 25,7 მილიარდ დოლარად შეფასდა, რაც 19%-ით ნაკლებია ახალ მაჩვენებლებზე.
წმინდა მოგების მარჟა, IATA-ს შეფასებით, იქნება 3.1% ადრე მოსალოდნელი 2.7%-ის წინააღმდეგ.
წმინდა მოგების მარჟა, IATA-ს შეფასებით, იქნება 3.1% ადრე მოსალოდნელი 2.7%-ის წინააღმდეგ.
ინდუსტრიის შემოსავალი 2024 წელს, სავარაუდოდ, ყველა დროის მაქსიმუმს 996 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 9.7%-ით მეტია 2023 წლის პროგნოზთან შედარებით. სამგზავრო გადაზიდვის წვლილი იქნება $744 მილიარდი (+15,2%), ტვირთებს გადაზიდვის კი $120 მილიარდი (-13%).
ავიაკომპანიის ხარჯები შეიძლება $936 მილიარდამდე (+9,4%) გაიზარდოს. 296 მილიარდი დოლარი, ანუ საერთო ხარჯის 31%, IATA-ს ექსპერტების აზრით, საწვავზე დაიხარჯება. აღნიშნული გაანგარიშება ეფუძნება პროგნოზს, რომ საწვავის საშუალო ღირებულება ბარელზე $113,8 იქნება.
IATA აერთიანებს დაახლოებით 330 ავიაკომპანიას, რომლებიც ახორციელებენ გლობალური საჰაერო მიმოსვლის 80%-ზე მეტს.