საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) გამოაქვეყნებს სერიოზულ შეშფოთებას, რომ მგზავრებთან დაკავშირებული ინციდენტები უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იღებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მგზავრებმა დაკარგეს პატივისცემა თვითმფრინავისა და საავიაციო მრეწველობის თანამშრომლების მიმართ.
ორგანიზაცია წუხს, რომ ტურისტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ინციდენტების რიცხვი მნიშვნელოვანად მზარდია, რაც არადისციპლინირებული მგზავრების მიზეზით ხდება.
არადისციპლინირებული მგზავრების პრობლემა ეს უსაფრთხოების პრობლემაცაა. ერთი მგზავრის არაადექვატური საქციელი გამო, შესაძლოა თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრის უსაფრთხოებას შეექმნას საფრთხე. ყოველდღიურად ფიქსირდება მგზავრთა დებოშის ფაქტები. 1053 რეისიდან მინიმუმ ერთი ასეთი ინციდენტი არადისციპლინირებულ მგზავრზე მოდის.
IATA პრობლემის ამ მოგვარებაზე ინტენსიურად მუშაობს. მთავარია მგზავრებმა გააცნობიერონ, რომ მათი მხრიდან ასოციალური ქმედება დაუშვებელია.
პრობლემა მდგომარეობს ასევე იმაშიც, რომ ასეთ მგზავრს პოლიცია ხშირად ათავსუფლებს. რეისის დასრულებისთანავე მგზავრს აეროპორტში პოლიცია ხვდება, თუმცა საქმის შესწავლის შემდეგ, მათი გაშვება ხდება. ასეთი “გარჩევების” უმეტესობა ჯარიმის გარეშე სრულდება. ზოგადად ყველა ავიაკომპანიას საკუთარი შინაგანაწესი გააჩნია და საჭიროა ამ წესების სტრანდარტიზაცია და საკანონმდებლო ნორმად ქცევა. ავიაგადამზიდავი საკმაოდ დიდი ფინანსურ ზარალს იღებს ექსტრემალური დაშვებისას, თუმცა დებოშიორისათვის ბრალის დამტკიცება შემდგომ სასამართლოში ხდება.
IATA-ში მიაჩნიათ, რომ საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლებს უფლება უნდა მიეცეთ, რომ ინციდენტისას მგზავრი ადგილზევე დააჯარიმოს.