საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ავიაკომპანიების 2019 წლის მოგებისა და შემოსავლების პროგნოზი შეამცირა, რაც თავის მხრივ სავაჭრო ომებს და ნდობის უფრო ზოგად მაჩვენებლებს უკავშირდება.
ამავე დროს, IATA ელოდება, რომ 2020 წლისთვის მაჩვენებლები აღდგება. ახალი პროგნოზების მიხედვით, 2019 წელს მსოფლიო ავიაკომპანიების წმინდა მოგება 25.9 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, რაც 2018 წლის ფაქტობრივ მაჩვენებლებთან შედარებით, 5.1% -ით ნაკლებია. 2019 წლის ივნისის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ავიაკომპანიების წმინდა მოგება 28 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული.
IATA-ს ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წლის შემოსავლის პროგნოზი 899 მილიარდი დოლარიდან 838 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2020 წლის პროგნოზი კი 872 მილიარდი დოლარის დონეზე განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ომებმა ყველაზე მეტი გავლენა სატვირთო გადაზიდვებზე მოახდინა.
ორგანიზაციის თანახმად, 2019 წელს გლობალური ვაჭრობის ზრდა მხოლოდ 0.9%-ი იქნება. ივნისის პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელი იყო 2.5%-იანი ზრდა. 2020 წელს IATA ზრდის ტემპის აღდგენას 3.3%-მდე ვარაუდობს.