საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) აღმასრულებელმა დირექტორმა უილიამ უოლშმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა, პნდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდება ან გადააჭარბებს უკვე 2023 წელს.

უოლშმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს “საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა უკვე 2-ჯერ აღემატება შარშანდელ მოცულობას“. მისივე თქმით, ავიაკომპანიები ეტაპობრივად შეცვლიან ბაზრებს, ამიტომ ამ ეტაპზე ჩინეთის ბაზარი არ არის საკვანძო საკითხი.

“არის ბევრი სხვა, უფრო ხელმისაწვდომი ბაზარი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ სწრაფად აღადგინოს ფრენების მოცულობა”, – განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ IATA-ს წინა პროგნოზით საერთაშორისო ფრენები 2019 წლის დონეს 2024 წელს დაუბრუნდებოდა.