IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.
”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის საფრთხეს. ისევე როგორც სულ 46 მლნ ადამიანს მთლიან ეკონომიკაში, რომელთა სამსახური ავიაციასთანაა კავშირში.
უფრო მეტიც, შემცირებული საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად იმოქმედებს გლობალურ მშპ-ზე, რაც საფრთხეს შეუქმნის 1,8 ტრილიონ დოლარს ეკონომიკურ საქმიანობას.
მთავრობებმა უნდა მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რომ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ეკონომიკური და შრომითი კატასტროფა.
მათ უნდა მიიღონ ყველაზე ზომა ფინანსური დახმარების გასაწევად და მათ ასევე საზღვრების გასახსნელად, საკარანტინო რეჟიმის გარეშე, COVID-19-ზე სისტემური ტესტირების გზას უნდა მიმართონ”, განმარტავენ IATA-ში.
იმის გამო, რომ საერთაშორისო ფრენებზე მოთხოვნა თითქმის 90%-ით შემცირდა, ავიაკომპანიებმა ათასობით თვითმფრინავი გააჩერეს, ძირითადად გრძელ მაგისტრალური საჰაერო ხომალდები და ახლო მაგისტრალური თვითმფრინავების გამოყენებაზე გადავიდნენ.
საშუალო ფრენის დიაპაზონი მკვეთრად დაეცა და ახლა უფრო მეტი თვითმფრინავია საჭირო, რომ არსებული სამარშრუტო ქსელმა სრულად იმუშაოს, ვიდრე ადრე.
ამრიგად, 2019 წლის იანვართან შედარებით, ფრენის გამტარუნარიანობა (ASK) 62%-ით შემცირდა, ხოლო ლაინერების ფლოტი, რომლებიც ექსპლუატაციაში იმყოფებიან მხოლოდ 21%-ით.
მიუხედავად იმისა, რომ IATA თანამშრომლების შენარჩუნების მომხრეა, შემცირება დაახლოებით 40%-ის დონეზე მაინც გარდაუვალია. ასევე შესაძლებელია ხელფასების შემცირების სცენარის განვითარებაც.