იაპონურმა კომპანია Japan Airlines-მა სტვირთო დრონით სხვადასხვა ტვირთების ტესტირება მოახდინა, მათ შორის ახალი თევზისაც.

Flightglobal-ის ინფორმაციით, დრონის ტესტირება განხორციელდა საერთო საჰაერო სივრცეში ნაგასაკის პრეფექტურის ნებართვით. როგორც უცხოური მედია წერს, ტესტირების პროცესი წარმატებით დასრულდა.

დღეისათვის მრავალი კომპანიაა დაკავებული საფოსტო გზავნილებისა და ტვირთების უპილოტო საფრენი აპარატებით ტრანსპორტირების გამოცდით. მიიჩნევა, რომ ასეთი აპარატებით ტვირთის მიტანა უფრო იაფი და ხელსაყრელია. 

უპილოტო საფრენი საშუალებების ტესტირების ფარგლებში Japan Airlines-მა ვერტმფრენი Yamaha Fazer-R G2 გამოსცადა, რომელსაც ოპერატორი კომპანია Yamaha Motor.-ი მართავდა.

ტესტირების პირველ დღეს საფრენმა აპარატმა, ერთი აეროპორტიდან მეორე აეროპორტში კონტეინერი-მაცივარი გადაიტანა. საერთო ჯამში უპილოტო საფრენმა საშუალებამ, 46 კმ დაფარა. 

მეორე დღეს კი Fazer-R G2-მა 20 კგ ახალი თევზი 35 კმ მანძილზე გადაზიდა