2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 5%-ით გაიზარდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის იანვარში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 258,150 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარში კი 1 195,894 ტონა.

შესაბამისად საანგარიშო პერიოდში ტვირთბრუნვა 5,21%-ითაა გაზრდილი.

2022 წლის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წლის იანვარში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით ზრდა 11,17%-ა. 2020 წლის იანვარში აეროპორტმა 1 131,749 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.