2021 წლის იანვარში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 5.67%-ით გაიზარდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის იანვარში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 195 894 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარში კი 1 131 749 ტონა. შესაბამისად ტვირთბრუნვა 5,67%-ითაა გაზრდილი.
2021 წელის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული ტვირთნაკადი 20,27%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვარის მაჩვენებლებზე. 2019 წლის იანვარში აეროპორტმა 1 500 000 ტონა ტვირთი გაატარა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.