იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცის 56%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე 2021 წლის იანვარში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცის 6458-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 56,48%-ით მეტია 2021 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 47,29%-ით ნაკლები 2020 წლის იანვრის მაჩვენებლებთან.
2020 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცეში 12253 გადაფრენა განხორციელდა, 2021 წლის იანვარში კი 4127 გადაფრენა.