2023 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცის 124%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე 2022 წლის იანვარში.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2023 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცის 14438-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 123,57%-ით მეტია 2022 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით, 249,84%-ით მეტი 2021 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით და ასევე 17,83%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. ხოლო 16,16%-ით მეტი 2019 წლის იანვრის იანვარში დაფიქსირებული გადაფრენები.

2019 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცეში 12 429 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის იანვარში 12253 გადაფრენა, 2021 წლის იანვარში 4127 გადაფრენა და 2022 წლის იანვარში 6458 გადაფრენა.