2021 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცეში 66,32%-ით ნაკლები გადაფრენა განხორციელდა. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცის 4 127-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 66,32%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 66,80%-ით ნაკლები 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებთან.

2019 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცეში 12 429 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის იანვარში – 12 253, ხოლო 2021 წლის იანვარში კი 4 127 გადაფრენა.