2020 წელის იანვარ-სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, “საქაერონავიგაცია” 41%-ით ნაკლებ ფრენებს მოემსახურა. არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 9 თვეში “საქაერონავიგაცია” 54528 ფრენას მოემსახურა, 2019 წლის 9 თვეში კი 92196 ფრენას. შესაბამისად კლებამ 40,9%-ი შეადგინა. იმავდროულად, 2020 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაფრენები შემცირებულია 26.3%-ით, ხოლო აფრენა/დაფრენების რაოდენობა კი 66.2%-ით. 

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყნების ნაწილმა რეგულარული ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ავიაკომპანიების ავიაფლოტი კი ცის ნაცვლად მიწაზე იყო. შემცირდა მობილობა და ტურისტებმაც ნებით თუ იძულებით უარი თქვეს დაგეგმილ მოგზაურობებზე. ამ ფონზე კი ცხადია არამხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში არამედ მთელს მსოფლიოში ფრენების რაოდენობამ იკლო, რაც შესაბამის სტატისტიკაზე ნეგატიურად აისახა კიდეც.