2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 1,23%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 119 411-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 63,80%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 104,09%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის 10 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 955 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 58 509 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა) 72 900-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.