2020 წელის იანვარ-ოქტომბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, “საქაერონავიგაცია” 50.4%-ით ნაკლებ ფრენებს მოემსახურა. არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 10 თვეში “საქაერონავიგაცია” 58509 ფრენას მოემსახურა, 2019 წლის 10 თვეში კი 117955 ფრენას. შესაბამისად კლებამ 50.4%-ი შეადგინა. იმავდროულად, 2020 წლის იანვარ-ოქტრომბრის მაჩვენებლებით საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაფრენები შემცირებულია 39,2%-ით, ხოლო აფრენა/დაფრენების რაოდენობა კი 70.8%-ით.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყნების ნაწილმა რეგულარული ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ავიაკომპანიების ავიაფლოტი კი ცის ნაცვლად მიწაზე იყო. შემცირდა მობილობა და ტურისტებმაც ნებით თუ იძულებით უარი თქვეს დაგეგმილ მოგზაურობებზე. ამ ფონზე კი ცხადია არამხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში არამედ მთელს მსოფლიოში ფრენების რაოდენობამ იკლო, რაც შესაბამის სტატისტიკაზე ნეგატიურად აისახა კიდეც.