2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3 033.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 291.2 მლნ. აშშ დოლარი (16.8 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს.