2022 წლის იანვარ-მაისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 2,08%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 7 280,654 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-მაისში კი 7 435,459 ტონა.
შესაბამისად კლება 2,08%-ია.
2022 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-მაისში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 20,88%-ა. 2019 წლის იანვარ-მაისში აეროპორტი 9 202,300 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 613,462 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 29,70%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.