2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 17%-ით ნაკლები გადაფრენა განხორციელდა.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საჰაერო სივრცის 28 415-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 17,19%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 33,51%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებთან.

2019 წლის 5 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 42 734 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის 5 თვეში კი 34 312 გადაფრენა.