2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და ჩარტერული რეისებით ჯამურად გადაყვანილ იქნა 2 517 829 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში – 31%-ს შეადგენს. ზრდის იგივე – 31%- იანი მაჩვენებელია 2023 წლის იანვარ-მაისთან შედარებით.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი – 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს. იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი).
2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.