ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 მლნ 719 ათას 920 მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის (2 მლნ 130 ათას 469 მგზავრი) მაჩვენებლებს.
ივლისში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429.088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371.188 მგზავრი ). ხოლო 7 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27%-ი შეადგინა (2 მლნ 104 ათას 161 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75.372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით 52%-ით მეტია. რაც შეეხება 7 თვის ჯამს, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მზავრთნაკადი 33%-ით გაიზარდა და 310.115 მგზავრი შეადგინა.
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2018 წლის ივლისში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 111.325 მგზავრმა ისარგებლა. რაც 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100.613 მგზავრი). რაც შეეხება 7 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და 301.597 მგზავრი შეადგინა. (234.037 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 7 თვეში 4.047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა.