2019 წლის იანვარ-ივლისში კორპორაცია Boeing-მა დამკვეთებს 38.1%-ით ნაკლები საჰაერო ხომალდები მიაწოდა, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. 7 თვის განმავლობაში Boeing-მა დამკვეთებს 258 თვითმფრინავი მიაწოდა , გასული წლის 7 თვეში კი 417 თვითმფრინავი. ყველაზე დიდი შემცირება კი Boeing 737 MAX-ის მიწოდებაში დაფიქსირდა. 2018 წლის იანვარ-ივლისში Boeing-მა დამკვეთებს 298 ერთეული Boeing 737 MAX-ი ჩააბარა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 115.
ივლისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში კორპორაცია Boeing Co-ს ზარალმა 793 მლნ დოლარი შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2018 წლის პირველ ნახევარში კორპორაციას 4,673 მლნ დოლარიანი მოგება ჰქონდა.