თურქეთს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან 7 მილიონ 477 ათას 47 უცხოელია, ხოლო 1 მილიონ 408 ათას 829, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები გახლავთ.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 172,51 პროცენტით გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა.
ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი უცხოელი თურქეთს, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან და ინგლისიდან ეწვივნენ.