იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული იმპორტის 9.6%-ი ქვეყნაში  საჰაერო ტრანსპორტით შემოვიდა. „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მთლიანი იმპორტის ყველაზე დიდი ნაწილი (პროცენტულად) საავტომობილო ტრანსპორტით განხორციელდა. 8 თვეში საქართველოში შემოტანილი პროდუქციის 41.3%-ი სწორედ საავტომობილო ტრანსპორტზე მოდის.

იმპორტირებული პროდუქციის 35.8%-ი საქართველოში საზღვაო ტრანსპორტით შემოვიდა, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით 9.6%-ი.

იმპორტის მხოლოდ 3.6%-ი შემოდის ქვეყანაში ტრანსპორტის სხვა სახეობებით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება; აქედან ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარს (21.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარაგვისტოში 3 807.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 1 508.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 13.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.