ბრიტანულ-ესპანური საავიაციო ჯგუფი IAG, რომელიც ფლობს British Airways-ს, Iberia-ს, Aer Lingus-ს, Vueling-სა და LEVEL-ს, ნახშირბადის ემისიების შემცირების დასაფინანსებლად ავიაბილეთების ფაზის ზრდაზე აკეთებს განცხადებას.
IAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის გალეგომ თქვა, რომ მდგრად საწვავზე გადასვლა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინდუსტრიაზე და ზოგიერთ კომპანიას კი მგზავრს დაუკარგავს.
„ფრენები გაძვირდება. ეს არის პრობლემა, ჩვენ ამის შესამცირებლად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ეფექტიანობა, მაგრამ ეს გავლენას მოახდენს მოთხოვნაზე“, – თქვა ბ-ნმა გალეგომ.
ევროკავშირის მკაცრი ნულოვანი ემისიების მიზნების გამო, ევროპული ავიაკომპანიები შეიძლება ნაკლებად კონკურენტუნარიანები გახდნენ.
მდგრადი საავიაციო საწვავი (SAF) მზადდება არაწიაღისეული წყაროებიდან და შეუძლია 70%-ით ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფა, ვიდრე ტრადიციული საწვავს, მაგრამ მისი წარმოება კვლავ დაბალ დონეზე რჩება და რაც მთავარია მისი წარმოება არის ძვირი.
IAG-მ შარშან გამოიყენა გლობალური SAF-ის 12%. ავიაკომპანიები მოუწოდებენ მთავრობებს გაზარდონ მხარდაჭერა SAF-ის წარმოების გასაზრდელად და ხარჯების შესამცირებლად.
გერმანულმა Lufthansa-მ ივნისის ბოლოს უკვე გამოაცხადა „ეკოლოგიური გადასახადის“ შემოღების შესახებ, რომელიც ბილეთის ფასს 1-დან 72 ევრომდე დაემატება, რათა დააფინანსოს უფრო „ეკოლოგიურად სუფთა“ საწვავი.