International Airlines Group (IAG) ესპანურ ავიაკომპანია Air Europa-ს 500 მლნ ევროდ ყიდულობს. მხარეებს შორის გარიგება უკვე მიღწეულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის გადახდა 2026 წლამდე უნდა მოხდეს. 

აღსანიშნავია, რომ Air Europa-ს გასაყიდი ღირებულება, რომელიც კვლავ იდალგოების ოჯახს კუთვნილებაა განახევრებულია, რადგანაც 1 წლის წინ ავიაკომპანიის გასხვისება 1 მლრდ ევროდ იგეგმებოდა. თუმცა არსებულმა კრიზისმა შესყიდვის პირობები და ფასი შეცვალა.

დღეისათვის IAG-ი შედგება შემდეგი ავიაკომპანიებისგან: British Airways-ი, Iberia, AerLingus-ი და Vueling. თავად IAG-ს ამ დროისათვის Air Europa-ს შეძენაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 

აღსანიშნავია, რომ Air Europa-მ ფრენები 1984 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ ავიაკომპანია Air Spain-ის სახელით ოპერირებდა.