საავიაციო ნავთის იმპორტი მცირდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მარტში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 6,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით ნაკლებია თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2,1 ათასი ტონით ანუ 25,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის 81,7% (4,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, ხოლო 18,3% (1,1 ათასი ტონა) – თურქეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 18,5 ათასი ტონა, რაც 3,2 ათასი ტონით ანუ 14,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (21,7 ათასი ტონა) შედარებით.
I კვარტლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 74,1% (13,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,1% (2,6 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 11,8% (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან.
საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-თან დაკავშირებული ავიარეისების შეჩერებასთან.