ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს.

2022 წლის მარტში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა. 2021 წლის მარტითან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით.

იანვრი-მარტში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393,708,363 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1% აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-მარტთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340,157,176 (+635.2%) აშშ დოლარით.