ბოლო პერიოდში ტურისტების უმეტესობა მოგზაურობას ცხოველებთან ერთად ამჯობინებს. Hotels.com -მა აღნიშნულ საკითხზე კვლევაც კი ჩაატარა და გამოავლინა, რომ საკმაოდ გაზრდილია განთავსების ისეთი საშუალებების რაოდენობა, სადაც სტუმარს ცხოველთან ერთად იღებენ. ირკვევა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ტურისტების რაოდენობა, რომელიც შინაურ ცხოველებთან ერთად ამჯობინებს მოგზაურობას 62%-ითაა გაზრდილი.
Hotels.com-მა გადაწყვიტა ხელი შეუწყონ ამ ტენდენციას და შექმნას ძვირადღირებული სასტუმროების სია, რომლებიც შინაური ცხოველების განთავსებისთვისაც ხელსაყრელია. ასეთი საცხოვრებლების გასაკონტროლებლად და შესამოწმებლად საჭიროა სხვისი დახმარება, რათა Hotels.com-მა გარანტირებულად იცოდეს, რა სერვისს აწვდის საკუთარ კლიენტურას. სწორედ ამიტომ, Hotels.com-მა გადაწყვიტა გამოეცხადებინა ვაკანსია ძაღლების ინსპექტირებაზე. ამისათვის კი ეს ადამიანები სხვადასხვა სასტუმროებში საკუთარ შინაურ ცხოველებთან ერთად იცხოვრებენ და საბოლოოდ შექმნიან საუკეთესო სასტუმროების TOP-10. სასტუმროებში ცხოვრების ხარჯს კი Hotels.com გაიღებს.
ინფორმაციის შეჯერების შემდეგ კი პორტალზე გამოჩნდება კატეგორია “საუკეთესო სასტუმროები შინაურ ცხოველებთან ერთად განთავსებისთვის”.
გარდა ამისა Hotels.com-ი კრიტიკოსების დაქირავებასაც აპირებს, რათა მათი მხრიდან სასტუმროების მიერ მიწოდებული სერვისი მაქსიმალურად იყოს გაკრიტიკებული და საბოლოო ჯამში კლიენტს საუკეთესო სერვისების მიღებაში დაეხმარონ.