ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციის გამო 300-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
12 აგვისტოს აეროპოეტის დარბაზში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რის გამოც ადმინისტრაცია იძულებული გახდა, საღამოსა და დილის რეისები გაეუქმებინა.
ამჟამად აეროპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა დარბაზში კვლავ რჩება დემონსტრანტთა ნაწილი.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აპროტესტებენ და ჰონგ კონგის მეთაურის გადადგომას ითხოვენ.
აქციების ჰონგ კონგში უკვე ორი თვეა არ წყდება.
წყარო: 1TV