ჰონგ კონგის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქის ღამის ცხოვრების პოპულარიზაციაზე მოეხდინა ფოკუსირება. შედეგად „მზის ჩასვლის“ შემდგომი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურისტებს ბარებისა და რესტორნების ვაუჩერებს სთავაზობს უფასო საკვებისა და სასმლის მისაღებად.
ვაუჩერების გაცემა მოხდება აეროპორტში. სულ მზადდება მილიონი ცალი ვაუჩერი. თითოეული ვაუჩერი ღირს 100 HK (12 ევრო). ფულის გამოყენება შეგიძლიათ რესტორნებში და ბარებში, რომლებიც თანამშრომლობენ Night Vibes Hong Kong პროგრამასთან.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ღამის ტურის ავტობუსების უფასო ბილეთების მიღებაც. ისინი სთავაზობენ ექსკურსიებს 18:00 საათის შემდეგ მარშრუტებზე პოპულარული ატრაქციონებით.
Night Vibes Hong Kong კამპანია არის მთავრობის ერთგვარი ბიძგი ქალაქის ეკონომიკის აღორძინების მიზნით. პროექტი განხორციელდება 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრამდე.