ავიაკომპანია Hong Kong Express-ი, მგზავრს, რომელსაც ორსულობის ტესტის გაკეთება აიძულა ბოდიშს უხდის. როგორც ცნობილია, იაპონიის მოქალაქე, რომელიც ჰონგ-კონგიდან კუნძულ საიპანის მიმართულებით ავიაკომპანია Hong Kong Express Airways-ის რეისით მგზავრობდა, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მას ორსულობის ტექსტის გაკეთება მოსთხოვეს. გოგონა 25 წლისაა და ეს ყველაზე გავრცელებული ასაკია მშობიარობისთვის.
გოგონა კუნძულ საიპანიზე მშობლების მოსანახულებლად მიდიოდა. თვითმფრინავის თანამშრომელი არ მოეშვა და ის საპირფარეშომდეც კი მიაცილა. საბოლოოდ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და მგზავრსაც თვითმფრინავის სალონში კუთვნილი ადგილის დაკავების საშუალება მიეცა. თავად მგზავრი ფიქრობს, რომ იძულებით ტექსტის გაკეთება მის ღირსებას შეურაცხყოფს.
საგულისხმოა, რომ მსგავსი პრობლემები წარმოიშვა იაფი ავიაკომპანიების მიმართ ამერიკული საიმიგრაციო პოლიტიკის გამო. ავიაგადამზიდავი ცდილობს ბორტზე ორსულ ქალები ამოიცნოს, რადგანაც ამერიკაში მშობიარობისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილად სწორედ კუნძული საიპანი მიიჩნევა.
ცხადია თუ კი ბავშვი საიპანიზე დაიბადება, მაშინ მას სრული უფლება აქვს იყოს აშშ-ს მოქალაქე. ჩინელებისთვის და იაპონლებისთვის აშშ-ს მოქალაქეობის მისაღებად სწორედ ეს გზაა ყველაზე მარტივი. კუნძული ტურისტებს უვიზო კანონმდებლობით იღებს. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში იმატა ტურისტების რაოდენობამ, რომელიც კუნძულს მშობიარობის მიზნით სტუმრობენ. ასევე სტატისტიკური მაჩვენებლებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში დაბადებულ ჩვილებში 2-ჯერ მეტი ბავშვი სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გააჩინეს. სწორედ ამიტომ, აშშ-ს მთავრობამ არსებული კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა.
მგზავრებს, რომლებიც საიპანის კუნძულზე აზიიდან ჩადიან ყველაზე მკაცრად ამოწმებენ. აშშ-ს ტერიტორიაზე ორსული ქალის შესვლა ნებადართულია, თუ კი მას ყველა სათანადო საბუთი წესრიგში აქვს. ავიაკომპანიას არ შეუძლია ბორტზე აუშვას მგზავრი, რომელიც თავის ორსულობას მალავს. ავიაკომპანიას სრული უფლება აქვს, ნებისმიერ მგზავრს ორსულობის ტესტის ჩაბარება მოსთხოვოს.