დიდი ბრიტანეთის უდიდესი აეროპორტი ჰითროუ ზამთრის სეზონზე მოგზაურობის მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობს. ამის მიზეზად მძიმე ეკონომიკური ფონი, COVID-19-ის შემთხვევების ახალი ტალღა და უკრაინაში ომის ესკალაცია სახელდება.
აეროპორტის ოპერატორის მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, ლონდონის უდიდესი აეროპორტით სექტემბერში 5,8 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 15%-ით ჩამორჩება.
სხვა ევროპული ჰაბების მსგავსად, ჰითროუს აეროპორტშიც დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ვარდნა მოთხოვნაზე, რის გამოც აეროპორტს მგზავრთა რაოდენობაზე ლიმიტის დაწესება მოუწია. თუმცა, ჰითროუმ დამატებით პერსონალი აიყვანა და ოქტომბრის ბოლოდან აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა გადაწყვიტა.
ცხოვრების ხარჯების გაძვირება და ენერგოკრიზისი, რომლის მაპროვოცირებელი გახდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მომხმარებელზე დიდ გავლენას ახდენს.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ პანდემიამდელ მაჩვენებლებს და სრულ დატვირთვას, რათა მგზავრებმა მიიღონ ის მსოფლიო კლასის სერვისი, რასაც გაერთიანებული სამეფოს უდიდესი აეროპორტისგან ელიან“, – განაცხადა ჰითროუს მმართველი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰოლანდ-კაიემ.
მთავარი აეროპორტები ჰითროუ ზამთრის სეზონზე მოგზაურობის მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობს, რის ერთ-ერთ მიზეზად უკრაინაში ომის...