ავიაკომპანია Hawaiian Airlines-ის ბორტგამცილებელი ფრენისას გარდაიცვალა. აღნიშნულ მარშრუტზე ფრენის ხანგრძლივობა 9 საათს მოიცავს, თუმცა ინციდენტი აფრენიდან მალევე მოხდა. Hawaiian Airlines-ის ბორტი რეისს ჰონოლულუდან ნიუ იორკის მიმართულებით ასრულებდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა Hawaiian Airlines-ის თვითმფრინავის აფრენიდან 3 საათის შემდეგ დაფიქსირდა. ბორტგამცილებელს მოულოდნელად სამედიცინო დახმარება დასჭირდა და პილოტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ თვითმფრინავი სან ფრანცისკოს აეროპორტში დაესვათ. თუმცა თვითმფრინავის დაშვებისას ბორტგამცილებელი უკვე გარდაცვლილი იყო.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ქალი ავიაკომპანიაში 31 წელი მუშაობდა.