ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი (DOH) 2026 წლის გაზაფხულზე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არსებითი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რის გამოც Qatar Airways-ის ფრენების განრიგში ცვლილებები შევა.

სამუშაოები გაგრძელდება 2026 წლის 13 აპრილიდან 13 ივნისის ჩათვლით. ავიაკომპანია აცხადებს, რომ ამ ცვლილებების გამო შესაძლოა ზოგიერთი ფრენა დანიშნულ დროზე ადრე შესრულდეს.

ოპერაციული საიმედოობის შენარჩუნება

მიუხედავად დროებითი შეზღუდვებისა, Qatar Airways-ი ირწმუნება, რომ შეინარჩუნებს ოპერაციულ საიმედოობას და განაგრძობს ფრენებს მთელ ქსელში.

მნიშვნელოვანი ცვლილებები და შეთავაზებები მგზავრებისთვის:

განრიგის ცვლილებები: ყველა მგზავრს, რომელსაც შეეცვალა ფრენის განრიგი, შეეთავაზება გადაჯავშნის ან ალტერნატიული განთავსების ვარიანტები. ეს ინფორმაცია სავაჭრო პარტნიორების (ტურისტული სააგენტოების) GDS სისტემებში 2025 წლის 19 ნოემბრიდან აისახება.

ექსკლუზიური ფასდაკლება (კეთილი ნების ჟესტი): მგზავრები, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს 2025 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით და მათი მგზავრობა მოდის 13 აპრილიდან 13 ივნისამდე პერიოდზე, მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას Qatar Duty Free (QDF) მაღაზიებში.

ფასდაკლება გავრცელდება სუნამოებზე, საკონდიტრო ნაწარმზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, სპორტულ ტანსაცმელსა და მზის სათვალეებზე, აგრეთვე საკვებსა და სასმელებზე (გარდა Joe and the Juice რესტორნისა).

ფასდაკლება ავტომატურად გააქტიურდება გასასვლელთან ჩასხდომის ბარათის (boarding pass) წარდგენისთანავე.

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო აეროპორტადაა აღიარებული და მსოფლიოს საუკეთესო შოპინგის სტატუსს ატარებს, მგზავრებისთვის სპეციალურ აქტივაციებს გეგმავს.

სარემონტო პერიოდში მგზავრებს დახვდებათ:

  • დასასვენებელი ზონები (Relaxation areas)
  • საბავშვო სათამაშო მოედნები (Kids’ play zones)
  • გეიმინგ სივრცეები (Gaming experiences)
  • ხელოვნების ინსტალაციები (Art displays)

ავიაკომპანია მოუწოდებს მგზავრებს, შეამოწმონ განახლებული გაფრენის დრო qatarairways.com ვებგვერდზე ან Qatar Airways-ის მობილურ აპლიკაციაში.