თბილისის ახალი აეროპორტის იდეაც თავისთავად კარგია, თუმცა მხოლოდ ახალი აეროპორტის ტერმინალი ვერ გარდაქმნის ქვეყანას ჰაბად, – აცხადებს ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების და მარკეტინგის დირექტორი დეა მაჭავარიანი. მისი განმარტებით, ჰაბისთვის საჭიროა ძლიერი ბაზირებული ავიაგადამზიდი.
„თბილისის ახალი აეროპორტის იდეაც თავისთავად კარგია, თუმცა მხოლოდ ახალი აეროპორტის ტერმინალი ვერ გარდაქმნის ქვეყანას ჰაბად. ჰაბისთვის საჭიროა ძლიერი ბაზირებული ავიაგადამზიდი, რომელსაც ფლოტში არა 5 არამედ 50-ზე მეტი საჰაერო ხომალდი ჰყავს. ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, აეროპორტის სამხედრო ბაზასთან მეზობლობა როგორც წესი ზღუდავს სამოქალაქო ფრენებს. ამ ყველაფერს ემატება ევროპის მეორე ყველაზე დიდი ჰაბის, სტამბოლის მეზობლობა“, – ამბობს დეა მაჭავარიანი.