შვედური საერთაშორისო რითეილერი H&M-ი უკრაინაში თავის პირველ მაღაზიას, 18 აგვისტოს კიევში Lavina Mall-ში გახსნის. H&M-ის პირველი მაღაზია 2 900 კვ/მ-ზე იქნება განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში 2017 წლის 18 ნოემბერს გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ H & M Hennes & Mauritz AB (H&M) 1947 წელს შვედეთში დაარსდა. მისი აქციები შვედეთის ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. H&M-ის მთავარი ბიზნეს იდეაა, ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის. H&M-თან ერთად, კომპანია შემდეგ ბრენდებსაც აერთიანებს: Cheap Monday, & Other Stories, COS, Monki, Weekday და H&M Home. H&M Group-ი 66 ქვეყანაში 4300-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, რაშიც ფრენჩაიზის მფლობელი ობიექტებიც მოიაზრება. 2016 წლის მონაცემებით, გაყიდვების მაჩვენებელმა, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 223 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. დასაქმებულთა რიცხვი კი 161 000-ს აღემატება.