კომპანია Michelin-ი ავიაკომპანიებისთვის პროდუქციის მიწოდების არეალს აფართოებს. უკვე ცნობილია, რომ ბაჰრეინის სამეფოს ავიაკომპანია Gulf Air-თვის საბურავების მიწოდებას ფრანგული Michelin-ი უზრუნველყოფს. საბურავების მწარმოებელი კომპანია Gulf Air-ს პროდუქციას მიაწვდის Boeing 787-9 Dreamliner-თვის, Airbus 320neo-თვის და 321neo-თვის.
ავიაკომპანია Gulf Air-სა და კომპანია Michelin-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ Michelin-ი ავიაკომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აწვდის საბურავებს. კომპანია ამ სეგმენტში ყოველდღიურად ფართოვდება. რამდენიმე კვირის უკან ცნობილი გახდა ასევე, რომ Michelin საბურავებს მიაწვდის ავიაკომპანია All Nippon Airways-ს Airbus A380-თვის.