ბარსელონაში პოპულარული ტურისტული ლოკაცია, გუელის პარკი ივლისიდან ციფრულ ბილეთებზე გადასვლას აპირებს, რათა ტურისტების კონტროლი გამარტივდეს.
ამჟამად პარკ გიელში შესვლა შეგიძლიათ მხოლოდ წინასწარ დაჯავშნით. ყველამ არ იცის ამის შესახებ, ამიტომ უცხოელები ხშირად მოდიან პარკის კართან იქ ბილეთის შეძენის იმედით. ტურისტების მუდმივი ბრბო ადგილობრივ მოსახლეობას აღიზიანებს. მერიის წარმომადგენლები საბოლოოდ სიტუაციის გამოსწორების იმედად არიან.
ცოტა ადრე Google Maps-დან ამოიღეს ავტობუსის მარშრუტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან პარკისკენ მიდის. 1 ივლისიდან ფიზიკური ბილეთების ოფისები იკეტება.
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ იდეის განხორციელება მარტივი იქნება: ვიზიტორთა 85%-ზე მეტი უკვე ყიდულობს ბილეთებს ონლაინ.
გაუდის მიერ დაპროექტებული პარკ გუელი ბარსელონაში ჩასულთათვის ერთ-ერთ აუცილებელ მოსანახულებელ ადგილად ითვლება.