გროზნო თბილისთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნითაა დაინტერესებული. როგორც საერთაშორისო აეროპორტ “გროზნოს” გენერალურმა დირექტორმა სულტან გამბულატოვმა განაცხადა, რეისების დანიშვნის თაობაზე ის საქართველოში უკვე ორჯერ იმყოფებოდა.
“მე პირადად ორჯერ ვიყავი საქართველოში მათ ავიაკომპანიებთან მოსალაპარაკებლად. ისინი ჩვენ დაგვპირდნენ, რომ პირველივე შესაძლებლობაზე ამ მიმართულებას აითვისებდნენ. პრობლემა – თავისუფალი სიმძლავრეების არარსებობაა, არ არის საჰაერო ხომალდი. მაშინ კი საქართველოდან ტურისტები ჩამოვიდოდნენ. ეს რეისი ძალან პოპულარული იქნება”, განაცხადა “გროზნოს” გენერალურმა დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-გროზნოს მიმართულებაზე ოპერირების დაწყებას Georgian Airways-ი განიხილავს.