თურქეთში ქვეყნის მასშტაბით მრავალი ბაზარი არსებობს, თუმცა დღეს ვისაუბრებთ სტამბოლის ყველაზე დიდ დახურულ – გრანდბაზარზე. მას 5 საუკუნეზე მეტი ისტორია გააჩნია.
კომპლექსში იყიდება ტანსაცმელი, სუვენირები, ქსოვილები, ხალიჩები, ანტიკვარული ნივთები, სპილენძის მოხატული ჭურჭლები, ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებულიი სამკაულები, სანელებლები, სხვადასხვა თურქული ჩაი, ყავა, ბაქლავა, ჰალვა, ლოქუმი და სხვ. თუმცა ეს მცირედი ჩამონათვალია იმისა, თუ რის შეძენა შეგიძლიათ სტამბოლის დიდ ბაზარზე. ასევე აქ არის რესტორნები, სადაც შეგიძლიათ ყავა დალიოთ და განიტვირთოთ.
გრანდ ბაზრის აშენების ისტორია
გრანდბაზრის (Grand bazar) აშენების იდეა მე –15 საუკუნეში მეჰმედ II– ის დროს გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ იდეა ამ არქიტექტურული სტილისა, ოსმალებმა ბიზანტიელი ინჟინრებისგან ისესხეს. თანამედროვე ბაზრობის ადგილზე ადრე ორი დიდი ქვის ნაგებობა დაიდგა გუმბათოვანი ჭერით. შემდეგ სულეიმან I– ის დროს ბაზარმა დაიწყო გაფართოება ხის დამატებითი შენობებით, თუმცა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ბაზარი არაერთხელ აღმოჩნდა მიწისძვრისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ეპიცენტრში, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მას. მოგვიანებით, სარემონტო სამუშაოების პირობებში იგი აღადგინეს. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში შეიცვალა არა მარტო ბაზრის იერსახე, არამედ შეთავაზებული საქონელიც. აღსანიშნავია, რომ ბაზრის კომპლექსი მოიცავს 22 კარიბჭეს, რომელიც დაფარულია ბრტყელი და გუმბათოვანი სახურავით.
45000 მ² ფართობზე აშენებული ბაზარი თავისი 563-წლიანი ისტორიით არის, ფაქტობრივად მუზეუმი, რომელიც დღეს სტამბოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად ითვლება. მასში 3600 ბაზარია განთავსებული. ზაფხულში იგი ღიაა 08:30-დან 19:30 საათამდე, ზამთარში კი ზამთარში 08:30-დან 19:00 საათამდე.
ფილმში ასახული გრანბაზარი
გრანდ ბაზარი გამოირჩევა ლაბირინთული სტრუქტურით, რაც მას მეტად საინტერესოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბაზარი ამ სტრუქტურის გამო არაერთხელ გადაღებულა ფილმში. იგი თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი მრავალ ფილმსა და სატელევიზიო სერიალში. მაგალიტად, იმ ფილმებში, სადაც თამაშობენ დენიელ კრეიგი, ჯეიმს ბონდი, რასელ კროუ, ბენ აფლეკი, ელიზაბეთ მოსი და ა.შ
გასტრონომიული აღმოჩენები
ეს სახელგანთქმული ბაზარი ასევე ცნობილია თავისი ისტორიული რესტორნებით, კაფეებით რომელთა უმეტესობა მდებარეობს დიდი ბაზრის სასტუმროებში. ამ დაწესებულებებში შეგიძლიათ ისადილოთ ტრადიციული თურქული კერძებით და საოცრად ისიამოვნოთ.