ფინეთის თითქმის ყველა აეროპორტმა სანავიგაციო სისტემები GPS-ის გაუმართაობის გამო შეიცვალა. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სააგენტო Traficom-მა განაცხადა, რომ 2024 წელს ფინეთის საჰაერო სივრცეში GPS ჩარევის სულ 2800 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით 200-ზე მეტია.
GPS-ის გაუმართაობის გამო, ფინეთის 14 აეროპორტი ახლა რადარზე დაფუძნებულ სისტემას და თვითმფრინავების დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სახმელეთო სადგურების ქსელს იყენებს.
GPS-ის ნაცვლად ამ სისტემაზე გადასვლას გეგმავს კიდევ სამი აეროპორტი, მათ შორის ჯოენსუუ რუსეთის საზღვართან.
ფინელები აცხადებენ, რომ ჩარევა “რუსეთიდან” მოდის.
გასულ წელს, GPS-ის გაუმართაობის გამო, თვითმფრინავებმა რამდენჯერმე ვერ შეძლეს ჯოენსუში დაშვება.
ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთის აეროპორტებმა, რომლებიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან, თვითმფრინავების დაშვებისთვის კვლავ დაიწყეს 1960-იანი წლების რადიო სანავიგაციო მოწყობილობების გამოყენება.