სან-ფრანცისკოს აეროპორტმა მგზავრებს განსხვავებულ მომსახურეობასაც სთავაზობს. აეროპორტში მგზავრების დამშვიდებაზე ღორი-თერაპევტი ზრუნავს. ხშირად მგზავრები, ფრენამდე ძალიან ნერვიულობენ, ხოლო ცხოველი ახერხებს და ამ შიშს “აქრობს”. 5 წლის ღორი ლული და მისი მფლობელი ტატიანა დანილოვა პროგრამის Wag Brigade-ს ნაწილნი არიან, რომელსაც თავად სან-ფრანცისკოს აეროპორტი ახორციელებს.

ცხოველი აეროპორტში მიჰყავთ იმისათვის, რომ გაიხალისონ მგზავრები და მოგზაურობის დროს შფოთის შემსუბუქება მოახდინონ.

მფრინავის კეპით და ფეხზე წითელი ფერის “ფეხსაცმელებით” ლილე მგზავრებს ესალმება, პოზირებს სელფის გადასაღებად და მგზავრებს საკუთარ სათამაშო პიანინოზე აჟღერებული სხვადასხვა მელოდიებით ართობს.