თურქეთში მრავალი ღირსშესანიშნაობა და ძველი ქალაქია. ერთ-ერთი არის გორდიონი – ფრიგიის საიმპერატოროს დედაქალაქი ანტიკურ ხანაში და თურქეთის უძველესი არქეოლოგიური ქალაქი, რომელიც ამჟამად, ანკარის პროვინციაში, ფოლათლის რაიონში მდინარე საქარიასთან მდებარეობს. გორდიონი წელს საუდის არაბეთში, რიადში გამართულ სხდომაზე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) „მსოფლიო მემკვიდრეობად“ გამოაცხადა და იგი მეოცე ადგილზეა სიაში.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია უძველეს ქალაქ გორდიონს განსაზღვრავს, როგორც „მრავალფეროვან ისტორიულ დასახლებას, რომელიც მოიცავს უძველეს დედაქალაქ ფრიგიის ნანგრევებს“, იუნესკო დასძენს: “არქეოლოგიურმა გათხრებმა და ადგილზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ნათელი მოჰფინა ფრიგიის კულტურასა, ისტორიასა და ეკონომიკას”. მასში იკითხება მრავალფეროვანი ცივილიზაციების ნაზავი, რომელმაც თავისი ისტორიული კვალი დატოვა ანატოლიის მიწებზე. აღსანიშნავია, რომ ქალაქი იყო მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ჩატარებული კვლევების შედეგად დგინდება, რომ ამ რეგიონში პირველი დასახლებები 4500 წლის წინ გაჩნდა.
უნდა ჩამოვთვალოთ თურქეთის ის კულტურული ღირსშესანიშნაობები, რომელბიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შყვანილი: გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკია, დივრიგი დიდი მეჩეთი, სტამბოლის ისტორიული უბნები, ხეთების დედაქალაქი, ნემრუთ- დაღი, იერაპოლისი-ფამუქქალე, ქსანთოსი-ლეტონი, ქალაქი საფრანბოლუ, ტროას არქეოლოგიური ადგილი, სელიმიეს მეჩეთი, ჩათალჰოიუქის ნეოლითური ადგილი, ბურსა და ქუმალიქიზიქი, ბერგამა და მისი მრავალშრიანი კულტურული ხედი, დიარბაქრის სასახლე, ეფესო და სხვ.