მოგზაურობისას ალბათ ხშირად გაგიზიარებიათ თქვენი შთაბეჭდილება ინსტაგრამსა თუ ფეისბუქზე, მაგრამ თქვენი სამიზნე აუდიტორია ხშირად ცდება რეალურს. არადა, ბევრი მოგზაურისთვის თქვენი გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნებოდა. მოგზაურობისას ხშირად არ გვაქვს საკმარისი დრო, რომ ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობა და საინტერესო ადგილი მოვინახულოთ, მითუმეტეს მაშინ, როცა პირველად ვიმყოფებით და წარმოდგენა არ გვაქვს, რას გვიმზადებს იქაურობა.

GLYD არის ახალი აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მოგზაურებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ერთმანეთთან. მას სოციალური ქსელის ინტერფეისი აქვს და დარეგისტრირება ძალიან მარტივია. თქვენ უბრალოდ გაივლით ავტორიზაციას და იწყებთ სოციალურ აქტივობას. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ თბილისში, დადებთ თბილისის ფოტოებს ისეთი ადგილებიდან, სადაც როგორც წესი ტურისტები არ დადიან ხოლმე, თუმცა თქვენი აზრით, მოსანახულებლად ღირს. ფოტოები თქვენი გადაღებული რომ იყოს, მთლად უკეთესი იქნება.

ამის შემდეგ, თბილისში ჩამოსული მოგზაური გიკავშირდებათ და გეკითებათ აზრს, თუ რატომ ღირს ამ ადგილების მონახულება. ანალოგიურად ხდება მაშინ, როცა თქვენ იწყებთ სხვა ქალაქში მოგზაურობას. აპლიკაციამ თავის მოკლე ისტორიაში აჩვენა, რომ ახალგაზრდებს ეს აპლიკაცია ძალიან იტაცებს. ის ეხმარება მოგზაურებს სანაცნობო წრის გაფართოებაში და რაც მთავარია, ახალი ადგილების მოკლე დროში აღმოჩენაში.

აპლიკაციის გადმოწერა ძალიან მარტივია და ის iOS-ზე და Android-ზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

მოგზაურობის ყველაზე იაფად და მარტივად დაგეგმვა კი, ჩვენთა, 2Eu.ge-ზე შეგიძლიათ. გადადით ლინკზე და შეიძინეთ ბილეთები, ჯავშანი და დაზღვევა მხოლოდ ერთ საიტზე.

წყარო: http://blog.2eu.ge/