გლობალური IT შეფერხების საპასუხოდ, ავიაკომპანია Wizz Air-ი აცხადებს, რომ ონლაინ სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია.
მიუხედავად იმისა, რომ შეფერხების მიზეზი Wizz Air-ს არ უკავშირდებოდა და გლობალური IT შეფერხებით იყო გამოწვეული, ავიაკომპანიის პოლიტიკის მიხედვით, მომხმარებლები, რომელთა ფრენები გაუქმდა, ავტომატურად მიიღებენ 120%-იან ანაზღაურებას WIZZ კრედიტების სახით, დაგეგმილი რეისიდან 24 საათის განმავლობაში. თუ მომხმარებელს თანხის დაბრუნების მაგივრად ფრენის ხელახლა დაჯავშნა სურს, მან უნდა დარეკოს non-premium ქოლ ცენტრის ხაზზე დეტალების შესათანხმებლად.
გარდა ამისა, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ფრენის ხელახლა დაჯავშნა ან თანხის დაბრუნება Wizz Air-ის ოფიციალური ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ვებსაიტზე: უახლესი სამოგზაურო ინფორმაცია (wizzair.com).
Wizz Air-ი მზადაა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ყველა დაზარალებულ მომხმარებელს, ავიაკომპანია მადლობას უხდის თითოეულ მგზავრს მოთმინებისა და ერთგულებისთვის.