გლობალური საჰაერო სამგზავრო მიმოსვლა მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით ხდება ცნობილი.
საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის მოცულობა მარტში წინა წელთან შედარებით 18,9%-ით, ხოლო შიდა 6,6%-ით გაიზარდა.
წლის დასაწყისიდან გლობალური სამგზავრო მიმოსვლის მოცულობა 16,9%-ითაა გაზრდილი. უფრო კონკრეტულად: საერთაშორისო – 21,5%-ით, შიდა – 10,4%-ით.
IATA-ს მონაცემებით, მარტში გლობალური სამგზავრო ტრაფიკის ყველაზე ძლიერი ზრდა წლიურ გამოხატულებაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+24,2%) დაფიქსირდა. შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში (+10,9%), ევროპაში (+10,6%), ახლო აღმოსავლეთში (+10,5%) და აფრიკაში (+10%). უფრო სუსტი ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში (+6,3%).
„მოგზაურობაზე მოთხოვნა მაღალია და ყველა საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ ის შენარჩუნდება და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულში პიკს მიაღწევს“, – ამბობს IATA-ს გენერალური დირექტორი უილი უოლში (Willie Walsh).
IATA-ს ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მნიშვნელობას, რომელიც მიწოდების ჯაჭვის საკითხების შესახებ სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიები მზად არიან გაუწიონ დახმარება და მხარდაჭერა კლიენტებს, თუ ოპერაციული პრობლემები წარმოიქმნება, ისინი თავს არიდებენ ხარჯების გაწევას, როდესაც ფრენის დაგვიანება და გაუქმება ჯაჭვის სხვა ნაწილში ცუდი მომზადების შედეგია“, – თქვა უოლშმა.