საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ცნობით, თებერვალში გლობალური სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის მოცულობა წლიურ ჭრილში 2,6%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურ ჭრილში ბაზარმა 2,5%-იანი კლება აჩვენა.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა წლიური კუთხით გაიზარდა 5.6%-ით, ხოლო შიდა სამგზავრო გადაყვანები 1.9%-ით შემცირდა. მგზავრთა დატვირთვის კოეფიციენტმა (PLF) თებერვალში 81.1%-ს მიაღწია, რაც თებერვლის ისტორიული რეკორდი იყო, ნათქვამია IATA-ს განცხადებაში.

წლის დასაწყისიდან, იანვარ-თებერვალში, გადაზიდვების მოცულობა გაიზარდა 6.2%-ით, მათ შორის საერთაშორისო – 9.1%-ით, შიდა – 1.8%-ით. PLF ორი თვის განმავლობაში იყო 81.6%.

IATA-ს მონაცემებით, თებერვალში აფრიკამ გლობალური სამგზავრო მიმოსვლის ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა 6,8%-ით; შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ასევე ლათინურ ამერიკაში (+4,6%), ევროპაში (+4,3%) და აზია-წყნარი ოკეანის (+4,2%). ახლო აღმოსავლეთში ზრდამ მხოლოდ 3,3%-ს მიაღწია, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 3,2%-ით შემცირდა.