გლობალური საჰაერო ტვირთების ნაკადი 2023 წლის ნოემბერში 8,3%-ით გაიზარდა. როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებიდან ირკვევა ყველაზე დიდი ზრდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირდა.

„საჰაერო ტვირთებზე გლობალური მოთხოვნა, რომელიც იზომება სატვირთო ტონა-კილომეტრებში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით გაიზარდა 8,3%-ით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უილი უოლშის თქმით, “ეს არის ყველაზე ძლიერი ზრდა ყოველწლიურად თითქმის ორი წლის განმავლობაში” მას შემდეგ, რაც პანდემიის შეზღუდვები მოიხსნა.

IATA-ს მონაცემებით, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (13,8%) და ყველაზე მცირე ჩრდილოეთ ამერიკაში (1,8%).

”მიუხედავად მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებისა მთელი 2023 წლის განმავლობაში,” საჰაერო ტვირთების გაფართოების პერსპექტივა დამაიმედებელია, დასძინა ასოციაციის ხელმძღვანელმა.