საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, გლობალური საჰაერო ტვირთების მოცულობა ივლისში გასულ წელთან შედარებით 13,6%-ით გაიზარდა.
ყოველთვიურად ზრდის ტემპმა უკვე 1% შეადგინა.
საერთაშორისო საჰაერო ტვირთების მოცულობა ივლისში წლიური თვალსაზრისით 14,3%-ით გაიზარდა.
ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+17,6%), ახლო აღმოსავლეთში (+14,7%), ევროპაში (13,7%) და ლათინურ ამერიკაში (+11,1%). ჩრდილოეთ ამერიკაში საჰაერო ტვირთების მოცულობა გაიზარდა 8,7%-ით, აფრიკაში – 6,2%-ით.
„ივლისში, საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნამ მიაღწია წლის რეკორდულ მაჩვენებელს, რაც შეინიშნება ყველა რეგიონში საჰაერო ტვირთების ზრდაზე, რომელიც გავლენას ახდენს გლობალური ვაჭრობის ზრდაზე, ელექტრონული კომერციის ბუმზე და მიწოდების შეზღუდულ შესაძლებლობებზე“, – განაცხადა IATA-ს ხელმძღვანელმა უილიმ უოლშმა.
მისი თქმით, სატრანსპორტო პიკის სეზონი ჯერ კიდევ წინ არის და შესაბამისად, წლის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იქნება.